მქონდა შესაძლებლობა მემუშავა მსხვილ უძრავი ქონების პროექტებზე დეველოპერულ გუნდებთან უშუალო თანამშრომლობით. მყიდველის ფსიქოლოგიასა და პროექტის ანალიტიკაზე დაფუძნებული ახალი ვიზუალების დანერგვამ გაყიდვების კონვერსია 30%-ზე მეტით გაზარდა, რადგან პროექტის ღირებულება უფრო მკაფიოდ კომუნიკირდებოდა და გადაწყვეტილების მიღება სწრაფდებოდა.
ასევე ვიმუშავე საქართველოს პარლამენტის პროექტზე AI მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან არქიტექტურულ გუნდთან. ჩემი როლი მოიცავდა AI-ის გამოყენებას ვიზუალური მიმართულებების, ატმოსფერული კვლევებისა და საპრეზენტაციო კონცეფციების შესაქმნელად.
ამ გამოცდილებამ ჩამომიყალიბა მიდგომა, სადაც ვიზუალიზაცია არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება დეველოპერებს და არქიტექტორებს წარმოაჩინონ პროექტები უფრო მკაფიოდ და მიიღონ უკეთესი შედეგი ბაზარზე.
ჩემი მიზანია შევქმნა ვიზუალები, რომლებიც არა მხოლოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, არამედ რეალურად ეხმარება პროექტებს უკეთეს შედეგის მიღწევაში.
სახელი
მე ვარ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვიზუალური დიზაინერი, რომელიც სპეციალიზებულია უძრავი ქონებისთვის არქიტექტურულ ვიზუალიზაციასა და მოძრავი ვიზუალების შექმნაში. მე ვეხმარები უძრავი ქონების დეველოპერებს, წარმოაჩინონ თავიანთი პროექტები ისე, რომ მყიდველმა მათი აშენებამდე შეძლოს მათი გაგება და ნდობის ჩამოყალიბება. მკაფიო და სწორად შექმნილი ვიზუალები ამცირებს გაურკვევლობას, პირდაპირ გადმოსცემს პროექტის ღირებულებას და ეხმარება მომხმარებელს დაინახოს, რატომ ღირს ამ პროექტის არჩევა.
როდესაც მყიდველი ნათლად ხედავს სივრცეს, ატმოსფეროს და ცხოვრების სტილს, მას უჩნდება ემოციური კავშირი და გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად იღებს. ეს გეხმარებათ გაზარდოთ ნდობა თქვენი პროექტის მიმართ, გააძლიეროთ მისი პოზიციონირება ბაზარზე და ეფექტურად დაუჭიროთ მხარი გაყიდვების პროცესს.
nozart studio-ში LEAD Designer-ის გამოცდილება და ჩემი პლატფორმები — vioravision Arch და vioravision FC — საშუალებას მაძლევს დავეხმარო დეველოპერებს ისეთი ვიზუალური მიმართულებით, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მარკეტინგულ მიზნებთან, აუმჯობესებს პროექტის პრეზენტაციას და ეხმარება მას გამოირჩეს კონკურენტულ გარემოში.
მთავარი მიზანი ერთია — დავეხმარო თქვენს პროექტს, უფრო მკაფიოდ გადმოსცეს საკუთარი ღირებულება, მიიზიდოს სწორი მყიდველი და უფრო სწრაფად მიაღწიოს შედეგს.


